კურორტი ბახმარო ევროპის ქვეყნებიდან ზამთრის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს და პროფესიონალებს წელს პირველად უმასპინძლებს. ზამთრის საკურორტო სეზონის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დაიწყო და უკვე აქტიურ ფაზაშია. ,,თოვლზე მავალი“ ტრანსპორტირებისთვის მზად არის. ერთი თოვლის ბორანი – Z1 და ,,სნოუქეთი“ ბახმაროში ტურისტების გადასაადგილებლად არის განკუთვნილი. ხოლო მეორე ბორანს -M8000, სამაშველო ფუნქცია აქვს. აღსანიშნავია, რომ ზამთრის სეზონზე ბახმაროში მყოფ ტურისტებსა და მომსახურე პერსონალს მართვის ინსტრუქტაჟსს გერმანელი სპეციალისტები ჩაუტარებენ.