ზანაში ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულდა

09/06/2017

ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ეწერის მიმართულებით 2,3 კმ-ზე სამუშაოებს ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს ,,არქეოპოლისი’’. აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე ასფალტობეტონის საფარი პირველად ეწყობა. სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 173 017, 31 ლარს, დასაქმებულია 20 ადგილობრივი მოსახლე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0