ზარზმის 150 ბავშვიანი სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.
ზარზმის სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს მოემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას. სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, მოეწყო სპორტული მოედნები, კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში, განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 122 times, 1 visit(s) today