ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის. ამის შესახებ ჩოგოვაძემ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდის კომენტირებისას აღნიშნა.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში დინამიურად იზრდება. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო ვიზიტების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩაივლის”, – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

Visited 131 times, 1 visit(s) today