ზედაზნის მონასტერთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, სოფელ საგურამოდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიამდე სრულად მოწესრიგდება სატრანსპორტო და ქვეითად სავალი გზა. ასევე, დაგეგმილია ავტოსადგომის მოწყობაც. მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა – შალვა კერესელიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან – გიორგი შენგელიასთან, პროექტის მენეჯერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მისი თქმით, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადგილზე ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მისი ღირებულება 2.5 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

Visited 783 times, 1 visit(s) today