ზედა განთიადში თოვლის სიმძიმის გამო სახლი დაინგრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი თოვლის სიმძიმის შედეგად დაინგრია. 5 სულიანი ოჯახიდან ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 4 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც. ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე იმყოფება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები. ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას სიფრთხილიკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ : „მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში. სამწუხაროდ ამჯერად გვაქვს მსხვერპლი. გარდაიცვალა ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე. ოჯახი არაა სოციალურად დაუცველი. მე მოვუწოდებ მოსახლეობას გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები.“

Visited 190 times, 1 visit(s) today