ზემო თელეთში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, სოფელ ზემო თელეთში, 6 სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ზემო თელეთის საბავშვო ბაღის შენობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო და სამუშაოებისთვის ჯამში 350 ათასი ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი სააღმზრდელო დაწესებულების ეზოს კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

Visited 123 times, 1 visit(s) today