ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E-60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მილიონამდე ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მოცემულ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 8 ხიდსა და 5 გვირაბზე, საიდანაც 4 ხიდი უკვე აშენებულია.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი ექსპლუატაციაში უკვე შესული ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ქალაქი ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი, სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო ჯამში მოიცავს 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 23 ხიდს, 5 გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს და სადრენაჟე სისტემებს.

Visited 31 times, 1 visit(s) today