ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთზე ყველა გრძელი ხიდის მალის ნაშენის მოწყობა დაიწყო

E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ყველაზე გრძელი ხიდის (648 მ) მალის ნაშენის მოწყობა დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. ამ დროისთვის, 8 ხიდსა და 5 გვირაბზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც 6 ხიდი უკვე აშენებულია. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას დაუერთდება. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488 ლარია.

Visited 127 times, 1 visit(s) today