ზემო სარალში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო სარალში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების 75% შესრულებულია.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებულია სოფლის შიდა გზის კეთილმოწყობა, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 8 031 კვადრატულ მეტრს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბრის თვეში იგეგმება.

Visited 160 times, 1 visit(s) today