ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

05/10/2016

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. კულტურისა და შემოქმედების ცენტრში პედაგოგებისთვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ტერიელ თუთარაშვილი და მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდა. ტარიელ თუთარაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მოგესალმებით ძვირფასო პედაგოგებო, ამ დარბაზში შეკრებილ მასწავლებლებთან ერთად დღევანდელ დღეს მივულოცავ საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ყველა წარმომადგენელს. თქვენ ხართ ის ადამანები, რომელთაც ყველაზე რთული მისია, საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა აბარია. ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს. მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილის აღიარებას, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისათვის გასცემენ. გისურვებთ წინსვლას, წარმატებებს და თქვენი ღვაწლის სათანადო დაფასებას“. ღონისძიების ფარგლებში დამსახურებულმა პედაგოგებმა რესურს ცენტრისგან ფასიანი საჩუქრები მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0