ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლიტველი სტუმრები მიიღო

10/04/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი ლიტველები, ზესტაფონში ვიზიტის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს შეხვდნენ. საუბარი თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებს და სიახლეებს ეხებოდა, როგორც ლიტვაში, ასევე ზესტაფონში. განიხილეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები სხვადასხვა ფეროში. შეხვედრა ტრადიციული საჩუქრების გაცვლით დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე, ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიტველი მეგობრებისა“ და „საქართველოს მეგობრები ქალაქ ტაურაგეში“ ინიციატივით განხორციელდა. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0