ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო დროშები დაეშვა

27/11/2017

აჭარაში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა სამძიმარს გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულთა ოჯახებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0