ზესტაფონის სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში

14/10/2017

სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში. ტურნირს უკვე მეხუთედ მასპინძლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას ქალაქ თბილისის, რუსთავის,იმერეთისა და აჭარის რეგიონების 100 – მდე წარმომადგენელი იღებს სხვადასვა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატის პირველი დღე ხმლით მოფარიკავეთა ორთაბრძოლებს დაეთმო. 14 ოქტომბერს ტურნირში რაპირით მოფარიკავეები, ხოლო 15 ოქტომბერს ჩემპიონატში მონაწილეობას დაშნით მოფარიკავეები მიიღებენ. სიმონ საყვარელიძე ზესტაფონის მკვიდრი გახლდათ. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ზესტაფონში, ფარიკაობის სკოლის დაფუძნებაში. ის გახლდათ დამსახურებული მწვრთნელი. მის სასპორტო მოღვაწეობასთან მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონისა და პრიზიორის აღზრდაა დაკავშირებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0