ზესტაფონი – ბაღდადის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება

24/11/2017

ზესტაფონი – ბაღდადის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარია. მდინარე ყვირილაზე დღემდე არსებული საავტომობილი ხიდი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მდებარეობს, ვერ უზრუნველყოფდა ორი ზოლზე მოძრაობის გატარებას, ხიდს დაზიანებული აქვს ბურჯები და დაკარგული აქვს საექსპლუატაციო ფუნქციები. ახალი ხიდის მშენებლობა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მოწყობა ტესებრი რკინა – ბეტონის მილის ნაშენი კოჭებით, ჰიდროიზოლაციის ფენის და ასფალტ – ბეტონის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე საავტომობილო ხიდის ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ახალი ხიდის მშენებლობაზე 25 ადამიანია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0