ზესტაფონი-ხარაგაულის 22 ათასი მაცხოვრებელი ახალი გზით ისარგებლებს

29/07/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტრო მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი – ხარაგაულის დაახლოებით 22 ათასი მაცხოვრებელი ისარგებლებს.
მინისტრი ზურაბ ალავიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0