ზესტაფონში,ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ ეკა ბაქრაძესთან შეხვედრა მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალურ ბიბლიოთეკას დღეს პოეტი ეკა ბაქრაძე სტუმრობდა. ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან, ლიტერატურული გამოცემის „გზაჯვარედინის“ პრეზენტაცია და ყველაზე გულახდილი დიალოგი აუდიტორიასთან. სამკითხველო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებასა და ქალ პოეტს შორის შეხვედრა ამ ფორმატში შედგა. მსურველებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, მისი ბოლო პერიოდში გამოცემული ლექსების კრებული შეეძინათ. ეკა ბაქრაძის პირველი ლექსი 1986 წელს ხაშურის რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, მაშინ ის მხოლოდ 10 წლის იყო. დღეს ეკა ბაქრაძე ხუთი კრებულის ავტორია. მისი ბოლო კრებული „100 ლექსი“ 2014 წელს დაისტამბა. ეკა ბაქრაძე ლიტერატურულ – შემეცნებითი გამოცემა „გზაჯვარედინი“ – ს რედაქტორია. ის ასევე ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრალურ ლიტერატურულ სტუდია „აკვარიუმს“.

Visited 253 times, 1 visit(s) today