ზესტაფონში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

21/04/2017

ზესტაფონში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დასაუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, მუნიციპალური ააიპ – ისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციის ფარგლებში დასუფთავდა შენობის ეზოები, შენობათა მიმდებარე ტერიტორიები და მისასვლელი გზები, ასევე ცენტრალური ავტომაგისტრალის ტერიტორია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელიდან(დასავლეთის მიმართულებიდან, სოფელი არგვეთა) ქ.ზესტაფონის შემოსასვლელამდე (სტაროსელსკის ქუჩის დასაწყისი), დაახლოებით 5,5კმ-იანი მონაკვეთი. აქციაში მონაწილეობას 130 მდე ადამიანი იღებდა. აქციას ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის 4 თანამშრომელიც შეუერთდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0