ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში, კვალითის დასახლების ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ქუჩაზე, საცხოვრებელი ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კეკელიძის, შათირიშვილის, ჩიკაშუას და მელქაძის ქუჩების ათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული აღდგენა სექტემბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი კომპანია „ბორანი“ ასრულებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„კვალითის დასახლება ქალაქ ზესტაფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მჭიდროდ დასახლებული უბანია. ეზოებში ასფალტის საფარი სრულად იყო გამოსული მწყობრიდან, რაც მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ამჟამად 10 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 4 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე დაიგება და ჯამში 103 000 ლარის სამუშაოები შესრულდება“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.

Visited 237 times, 1 visit(s) today