ზესტაფონში, მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია

01/11/2017

ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი შეემატა. მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში სკვერის ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა განათების სისტემა, განთავსდა სკამები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42850 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით „ქართუმშენი“ აწარმოებდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის სხვადასხვა მისამართზე სამი სკვერის მოწყობა იგეგმება. მათ შორის სრულიად ახალი, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა ე. წ. მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კვალითის დასახლებაში კი არსებული სკვერების რეკონსტრუქცია მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0