ზესტაფონში, მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერი ოქტომბერში გაიხსნება

29/09/2017

ახალი სკვერი მეგობრობის ქუჩაზე ოქტომბრის თვეში გაიხსნება. საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42850 ლარით არის დაფინანსებული. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორია ფერადი ფილებით მოეწყობა, დამონტაჟდება განათების სისტემა, სკვერი სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება, განთავსდება დასასვენებელი სკამები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ქართუმშენი“ აწარმოებს. მეგობრობის ქუჩა N 11 – ში სკვერის მწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0