ზესტაფონში, სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ძიუდოში

06/05/2017

ზესტაფონში, სპორტის სასახლე პირველად ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ჭიდაობა ძიუდოში. სპორტულ ღონისძიებაში საქრთველოს ყველა რეგიონი ასპარეზობს. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებს შორის მიმდინარეობს. ჩემპიონატის პირველ დღეს საკუთარ შესაძლებლობებს 100 – ზე მეტი მოჭიდავე მოსინჯავს. ტურნირის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდნენ. ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0