ზვიად კვაჭანტირაძე თურქეთთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თურქეთთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრ გოგი თოფაძის დღევანდელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის. როგორც კვაჭანტირაძემ განაცხადა, გოგი თოფაძის მხრიდან ახალი მარგალიტების დაბადება ძალიან არასასიამოვნო იყო. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი თოფაძის განცხადებას ემიჯნება.

“მინდა თურქ კოლეგებს ბოდიში მოვუხადო. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მმართველი გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

Visited 219 times, 1 visit(s) today