ზვიად შალამბერიძემ, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

08/08/2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და ჩოხოსნები. დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს, იქვე მოეწყო ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა, რომელიც აგვისტოს ომის დროინდელ ქუთაისს ასახავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0