ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. აღნიშნულ რაიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს, 822 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდება. პროგრამის ფარგლებში იგეგმება სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების დამონტაჟება, წყალსადენი სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ამ ეტაპზე სამუშაოები რამდენიმე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. დღესვე, ზვიად შალამბერიძე იმ საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, რომლის რეაბილიტაცია სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება.

Visited 446 times, 1 visit(s) today