ზუგდიდის თეატრს ფონდი “ქართუ” გაარემონტებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. ივანიშვილის თქმით, თეატრი 2018 წლამდე გარემონტდება.

“მე ეს გავიგე გუშინ. აქვე გპირდებით, რომ 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ“ ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Visited 336 times, 1 visit(s) today