ზუგდიდში, “ვლაქერნობა” აღინიშნა

15/07/2019

დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინეს.
ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრო.
დღესასწაულს მომლოცველები მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0