ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე გარე განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა

15/06/2023

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე გარე განათების ახალი სისტემა დამონტაჟდა. ახალი განათების ელექტრო კომუნიკაციები მიწის ქვეშ განთავსდა, ელექტრო კაბელები ქალაქის იერსახეს აღარ ამახინჯებს და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თაბუკაშვილის ქუჩის განათებით ქალაქში ყველა ქუჩისა და ჩიხის განათების სამუშაოები დასრულდა. პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში. ზუგდიდის სოფლებში წელს გარე განათების 29 პროექტი განხორციელდება.
შესრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0