ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

02/05/2019

ქალაქ ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე 2,3 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო ქალაქ ზუგდიდის თამარ მეფის ქუჩაზე 2,3 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. სამუშაოები სამეგრელო ზემო სვანეთის სახლემწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგარ გაბელიამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0