ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. სიახლე, მიმოქცევაში არსებულ, ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარიხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის, საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, სარემონტო სამუშაოები მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა.

Visited 37 times, 1 visit(s) today