ზურაბ ალავიძემ სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დათვალიერა. წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა აღნიშნულ დასახლებაში პირველად ხორციელდება. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია. პროექტის დასრულება 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

Visited 191 times, 1 visit(s) today