ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს გიორგი კიზირიას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტთა შორისაა: გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ. შეხვედრაზე ყურადღება აღნიშნული პროექტების მიმდინარეობასა და სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილდა.

Visited 160 times, 1 visit(s) today