ზურაბ ალავიძე თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაციას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ თურქეთის ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია მიიღო, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლის მიზნით იმყოფება.
შეხვედრისას, ზურაბ ალავიძემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე და 2017-2020 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე, სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.
თავის მხრივ, თურქეთის დელეგაციის წევრებმა, მინისტრს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და მიაწოდეს ინფორმაცია საბჭოს საქმიანობისა და საქართველოსთან მიმართებაში არსებული გეგმების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

Visited 144 times, 1 visit(s) today