ზურაბ ალავიძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა, ისაუბრეს იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Visited 188 times, 1 visit(s) today