ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, გურიის რეგიონში, მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება. მორიგი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერია, ხვარბეთი და ნაღობილევში გაიმართა.
სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სერვისებზე ადგილობრივებს პრეზენტაციები გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს. მათ საზოგადოებას სოციალური სფეროს, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს. სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას განმარტებით, აღნიშნული შეხვედრები პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად. ხდება მოსახლეობის ინფორმირება იმ სიკეთეებზე, პროგრამებსა და სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს.

Visited 70 times, 1 visit(s) today