ზურაბ ნასარაია, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

23/10/2018

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი „რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა II”-ის ფარგლებში რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს.

„ეფექტური შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია განსახორციელებელი პროექტების განხილვა მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით იმ პროექტების მონახაზი, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს და ვთხოვეთ ასევე, წარმოედგინათ მხარეში დამატებით რის გაკეთებას მიიჩნევენ პრიორიტეტულად. სამუშაო პროცესი კვლავ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ვგეგმავთ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას, რათა მოხდეს იდეების შეჯერება. ამის შემდეგ კი ევრკავშირს წარვუდგენთ პროექტებს, რომლებსაც საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს “ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტში საქართველოს მასშტაბით ოთხი საპილოტე რეგიონია ჩართულია: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0