ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

24/10/2018

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის ინტენსიურ შემოწმებაზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაშია დაგეგმილი და პერიოდულად ჩატარდება. ასევე, განიხილეს საბავშვო ბაღებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღძვანელი ნინო შეწირული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0