გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით, რწმუნებულთან-არსებული საკონსულტაციო ორგანოს, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის 2019 წელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტები განიხილეს; ისაუბრეს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციის და სტიქიის პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
როგორც შეხვედრაზე ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისათვის და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სხდომას რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.