ზურაბ პატარაძემ ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა

24/07/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მოინახულა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ისინი შუახევის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0