ზურაბ პატარაძემ დამდეგი ახალი წელი ბათუმელ მეეზოვეებს მიულოცა

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შპს ,,სანდასუფთავებას“ ესტუმრნენ და დამსახურებულ თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, ასევე საახალწლო ნობათები გადასცეს. დიდი პატივისცემით მოიკითხეს ბათუმის უხუცესი მეეზოვე, იაშა კახიძე და მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს.

Visited 148 times, 1 visit(s) today