ზურაბ პატარაძე ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას დაესწრო

22/05/2017

ბათუმის ახალ ბულვარში კომპანია ,,მეტროს“ სავაჭრო ცენტრი „მეტროსითი ფორუმი“ გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და კომპანია „მეტროს“ დირექტორთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ ახლადგახსნილი „მეტროსითი ფორუმი“ დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი სავაჭრო ცენტრების აშენება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
,,მინდა მივულოცო ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნა. უამრავი სევრცე შენდება რეგიონში, რაც საუკეთესო საშუალებაა უამინდობის დროს. ჩვენი ქალაქელები, სტუმრები შეძლებენ ბავშვებთან ერთად მოვიდნენ, გაერთონ სავაჭრო ცენტრში, სადაც განთავსებულია კინოდარბაზი, სწრაფი კვების ობიექტები, ატრაქციონები. 500-მდე ადამიანი დასაქმდება ამ ბიზნეს-ცენტრში. სავაჭრო ცენტრის შენობა 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. ჩვენი რეგიონის განვითარების კუთხით ცენტრის გახსნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სავაჭრო ცენტრის გახსნისას.
16 000 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, კეთილმოწიბილია ესკალატორებით, ლიფტით, თანამდეროვე ლოჯისტიკური სისტემით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე სტანდარტებით. პროექტის საინვეტსიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია. სავაჭრო ცენტრში 500-ამდე ადგილობრივი დასაქმდება. როგორც კომპანია „მეტრო“-ში აცხადებენ, სავაჭრო ობიექტი დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებით, როგორებიცაა ტანისამოსი, აქსესუარები, კვების ობიექტები, პარფიუმერია, კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი. კომპანიის წარომადგენლების განცხადებით, კონტრაქტები გაფორმებულია საქართველოში ცნობილ ბრენდებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ ბრენდთან. ცენტრში წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში უკვე არსებული ახალი ბრენდები, ასევე უცხოური ბრენდებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0