ზურაბ პატარაძე ბელარუსში დღესასწაულს – ,,კუპალიეს“ დაესწრო

09/07/2017

აჭარის დელეგაციის ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და დელეგაციის წევრები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით სახალხო დღესასწაულს ,,კუპალიეს” დაესწრნენ. სახალხო დღესასწაული შკლოვის რაიონში, პრეზიდენტის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად იმართება. “კუპალიე“ -“ალექსანდრის მეგობრებს უხმობს“ ერთ-ერთი მასშტაბური სახალხო დღესასწაულია ბელარუსში, რომელსაც ბელარუსები ზაფხულის შუაგულში აღნიშნავენ. დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უამრავი სტუმარი ესწრება. კუპალიეს დღესასწაული ძველ ბელარუსულ ტრადიციებსა და რიტუალებს , თეატრალიზებულ დადგმებსა და მხიარულ თამაშებს მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0