ზურაბ პატარაძე სოფელ კაპრეშუმში საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

15/01/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად დღეს ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
კაპრეშუმში აშენდა 300 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შიდა სპორტული დარბაზით. სკოლაში მოეწყო სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ამ ეტაპზე სკოლაში სწავლობს 98 მოსწავლე და დასაქმებულია 22 პედაგოგი.
კაპრეშუმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ლადამ’’ შეასრულა. სამუშაოების ღირებულებამ 911 002 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0