ზურაბ პატარაძე ქალაქის გამწვანების სამუშაოებში ჩაერთო

26/06/2018

ბათუმში გამწვანების სამუშაოები გრძელდება. დღეს 80 ძირი ხე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაირგო. გამწვანების სამუშაოებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ჩაერთო. ქალაქის ქუჩების გამწვანების ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება. წლის ბოლომდე, ქალაქში, 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი ჩოლოყაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ, სადაც ამ ეტაპზე გრუნტის შეცვლის სამუშაოები ტარდება. ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის ივნისში დასრულდება. ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0