ზურაბ პატარაძე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

16/09/2017

ბათუმს ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტი და ჩრდილოეთ ეგეოსის (საბერძნეთი) რეგიონული გუბერნატორი ქრისტიანა კალოგირუ სტუმრობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქრისტიანა კალოგირუსთან, რომელიც აჭარაში შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციის „ლურჯი ეკონომიკა“ ფარგლებში იმყოფება, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და პერიფერიული საზღვაო რეგიონების ასოციაციას (CPMR) შორის სამომავლო თანამშრომლობის არეალის იდენტიფიცირება, CPMR-ის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება (ევროკავშირთან თანამშრომლობის 40-წლიანი გამოცდილება) და ახალი კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა. ასევე, ორგანიზაციის წევრი რეგიონების ხელმღვანელობით დაფუძვნებულ „ინოვაციურ პარტნიორობა“-ში ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი რეგიონის კონკურენტუნარიონობას და განვითარების დონეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ხაზი გაუსვა საკრუიზო და მაის ტურიზმის მნიშვნელობას და განვითარების პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძემ ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და ტრანზიტული მიმართულებით თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. თავის მხრივ, ქრისტიანა კალოგირუმ აჭარის პირველ პირს მისი რეგიონი გააცნო და ღვინის წარმოების და ტურიზმის კუთხით სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზა. ქრისტიანა კალოგირუმ, როგორც BBSC-ს პრეზიდენტმა, აჭარის რეგიონის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარა სიამოვნებით ჩაერთვება ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმატში. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას BBSC-ის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენელი ნიკოს ლამპროპულოსი და აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0