ზურაბ პატარაძე წერეთლის ქუჩის პროექტს გაეცნო

19/07/2016

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. გიორგი ერმაკოვმა ზურაბ პატარაძეს აღნიშნული ტერიტორიის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვითაც წერეთლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება და სავარაუდოდ, რამოდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბორდიურების, ტროტუარების, სანიაღვრე არხებისა და ასფალტის საფარის დაგება, ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. წერეთლის ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაციისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 429 ათას 511 ლარი გამოიყო, ხოლო სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის 72 ათას 738 ლარი.
აღნიშნულ ქუჩაზე, ამ ეტაპზე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზის ფარგლებში, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ღირებულება 16 მილიონ 300 ათას ევროს შეადგენს.
ამავე ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც 2016 წლის თებერვალში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0