ზურაბ სეხნიაშვილმა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

17/04/2019

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 16 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრაზე რეგიონალურ საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა მიმდინარე სამუშაოები. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი – იოსებ ღარიბაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0