ზღვის სანაპირო ზოლზე ნაპირდამცავი კედლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

28/01/2019

ზღვის სანაპირო ზოლზე ნაპირდამცავი კედლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.
ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ პირველ მოადგილე სულხან მოწყობილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად სანაპირო ზოლზე არსებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა.
პროექტის განხორციელებით გაიზრდება სანაპირო ზოლის პარამეტრები, ქვაფენილით მოპირკეთდება სავალი ნაწილი, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0