საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და “თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში, “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ თავდაცვის უწყების თანამშრომლებს – სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს მომსახურებაზე სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს შესთავაზებს. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და შპს “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ქევანიშვილმა მოაწერეს.
Visited 143 times, 1 visit(s) today