საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარას და თანადგომას უცხადებს ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მომხდარი ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ტერორისტულ აქტებს მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში და მიიჩნევს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგან იგი მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულია.
Visited 204 times, 1 visit(s) today